ბათუმის ბოტანიკური ბაღი
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიგონ ბოტანიკური ბაღის დანიშნულება, გავაცნობ ინტერნეტის საშვალებით ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, შემდეგ მოვაწყობ ექსკურსიას.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებს განუვითარებ ახლის ძიების სურვილს და გავაცნობ ბაღში მოძრაობის მარშრუტს. მიიღებენ გარკვეულ ცოდნას ბაღზე და მის არსებობის დანიშნულების შესახებ.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა გაითავისონ ბაღში არსებული წესები. შეიყვარონ და გაუფრთხილდნენ ცოცხალ და არა ცოცხალ ბუნებას.
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნი სტენდს, მოვაწყობ ფოტო-გამოფენას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ციფრული კამერა, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. აქტივობა: 1-2 დღე.
ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება ბათუმის ბოტანიკურ ბაღზე.
2. აქტივობა: 2-3 დღე
სურათების მოძიება ამობეჭდვა ფოტო გამოფენის გაკეთება.
3. აქტივობა: 4-დღე.
ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.
4. აქტივობა: 5დღე.
გაზეთის გამოშვება, შთაბეჭდილებების გაზიარება.
5. აქტივობა: 6 დღე
პროექტის არსის გაანალიზება.
6. აქტივობა: 7-დღე
პროექტის შეფასება.
მოსწავლეებს დავურიგებ შფასების ფურცლებს თუ რა იყო ამ პროექტში მათთვის ყველაზე საინტერესო.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა: I.1მოსწავლე ორიენტირებს ნაცნობ გარემოზე.
მათ:I.2 მოსწავლე იცავს და უფრთხილდება ბუნებას.
მათ: I.3 მოსწავლე იცავს ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წესებს.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ენვერ კვიახიძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: enverikviaxidze@gmail.com